თურქეთი პირდაპირ აგრესიას ახორციელებს სომხეთის წინააღმდეგ. ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, თურქეთის რესპუბლიკის სამხედრო-საჰაერო ძალების კუთვნილი F-16 მოიერიშე თვითმფრინავები დღეს 10:30 საათზე აზერბაიჯანის რესპუბლიკის “განჯის” აეროპორტიდან ჰაერში აფრინდნენ და აზერბაიჯანის “დაილარის” აეროპორტიდან სომხეთის ვარდენისის, მეწ მასრიქის და სოთქის რაიონებში მდებარე სომხეთის დასახლებების სახმელეთო ქვედანაყოფების მონაკვეთებს და თურქული წარმოების SU-25 და Bayraktar სახის უპილოტო მფრინავი აპარატის სარაკეტო სროლებს იცავდნენ.
“აღნიშნულ პერიოდში საჰაერო თავდაცვის ქვედანაყოფები ცეცხლსაწინააღმდეგო დავალებებს ასრულებდნენ.
საბრძოლო ამოცანის შესრულებისას, ჰაერსაწინააღმდეგო და საზენიტო ბრძოლების დროს, თურქეთის რესპუბლიკის საჰაერო ძალების მრავალფუნქციურმა F-16 გამანადგურებელმა სომხეთის საჰაერო ძალების SU-25 თავდამსხმელს დაარტყა.
პილოტი, სამწუხაროდ, გმირულად დაიღუპა.
თურქეთის რესპუბლიკის მრავალფუნქციური F-16 გამანადგურებელი ობიექტური მართვის საშუალებით 60 კმ სიღრმესა და 8200 მეტრის სიმაღლეზე იყო განლაგებული”, – აღნიშნულია განცხადებაში.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021