Latest posts by Aliq Media (see all)
ქალთა გაერთიანება „შუშანიკის“ მხრიდან საქართველოს სომეხთათვის საყვარელი ეროვნული კერძის ღაფამის ფესტივალი გაიმართა. სომხეთის ქალაქ გიუმრისგან მაგალითის აღებით, ქალთა ორგანიზაცია ცდილობს შეინარჩუნოს სომხური სამზარეულო და ტრადიციები მსგავსი ღონისძიებების ორგანიზების სახით. 11 დეკემბერს თბილისის წმინდა გევორგის ეკლესიის ეზოში შეკრებილმა საზოგადოებამ „ჰაიარტუნის“ კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის მხარდაჭერით ჩატარებულ ფესტივალზე ისიამოვნა ღაფამით. მონაწილე ქალბატონების მიერ წარდგენილი იყო გოგრისგან დამზადებული 10-ზე მეტი კერძი.
როგორც აღნიშნა „შუშანიკის“ დამფუძნებელმა, სუსანა ხაჩატრიანმა, სომეხ ერს მდიდარი კულტურა და სამზარეულო გააჩნია.
„არ ვიცი რატომ, მაგრამ წლების განმავლობაში საქართველოში დავიწყებას ეძლეოდა სომხური სამზარეულო. ქალთა გაერთიანება „შუშანიკის“ ერთ-ერთი მიზანია შევინარჩუნოთ ტრადიციები, მათ შორის კერძების კულტურა“.
ღაფამის დღესასწაული თბილისში სიმბოლურად აღინიშნა 11 დეკემბერს, რადგან წარსულში ღაფამა დაკავშირებული იყო შობასა და ახალ წელთან. დამსწრეებს მიმართა ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა, რომელმაც თავის სიტყვაში აღნიშნა, რომ ღაფამის დღესასწაული დაემთხვა წმინდა ნიკოლოზის დღესასწაულს და იმედი გამოთქვა, რომ ღაფამის დღესასწაული ტრადიცია გახდება.
ღაფამა არის გოგრითა და ბრინჯით მომზადებული ტკბილი კერძი, მისი მომზადების საიდუმლო არის სომხური ჩირებით შენელებული ბრინჯი, ქიშმიშით, თაფლით, ნუშითა და სხვა ინგრედიენტებით. ღაფამის მომზადების უამრავი ხერხი არსებობს.