Latest posts by Aliq Media (see all)
30 ნოემბრიდან 2 დეკემბრამდე თბილისში გაიმართა სომხურ აზერბაიჯანული შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობას იღებდა თითო მხრიდან 5 წარმომადგენელი (ჟურნალისტები, ექსპერტები, მკვლევარები) აზერბაიჯანსა და სომხეთიდან, 2 არცახიდან (მთიანი ყარაბაღი), ასევე ორგანიზატორები, ბრიტანელები და შვეიცარიელები.
შეხვედრას, როგორც „სივილითას“ ფონდის ექსპერტი ესწრებოდა ასევე თათულ ჰაკობიანი: სტატიის ავტორი.
შეხვედრების ორგანიზატორებია არასამთავრობო ორგანიზაცია “Conciliation Resources“ და “Swiss peace“ ფონდი, გერმანული „Bosch“ ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.
სამდღიანი განხილვების მიზანი იყო იმის გარკვევა, შესაძლებელია თუ არა ყარაბაღის კონფლიქტის შესახებ ერთიანი არქივის (დოკუმენტები, ვიდეო, მასმედიის პუბლიკაციები, ფოტოსურათები) შექმნა, რა ბარიერები და სირთულეები ახლავს, რა პერიოდს უნდა შეიცავდეს და ბევრი სხვა საკითხი.
განხილვების შედეგად ორგანიზატორები და კონფლიქტში ჩართული სამი მხარე წინასწარ შეთანხმდნენ, საჭიროების შემთხვევაში კიდევ ერთხელ შეხვედრის თაობაზე, რათა უფრო საფუძვლიანად განიხილონ დეტალები.