თბილისის სომხური მარიონეტების თეატრის გასტროლი ერევანში

27 სექტემბერს, ერევანში, გამოჩენილი სომეხი მწერლის ჰოვჰანეს თუმანიანის 150 წლის იუბილეზე, “თუმანიანის ზღაპრების დღე”, მარიონეტული თეატრების მე-13 საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, ჰოვჰანეს თუმანიანის სახელობის სახელმწიფო მარიონეტული თეატრის სცენაზე, თბილისის სომხური თოჯინების თეატრის დებიუტი შედგა. ეს თეატრის პირველი გამოსვლა იყო ერევანში.

თეატრი სავსე იყო მაყურებლებით. მათ შორის იყვნენ სპეციალურად მოწვეული ჰაკობ კოჯოიანის სახელობის ხელოვნების სკოლის სტუდენტები.

“ჩვენი ახლად შექმნილი მარიონეტული თეატრი პირველ და უმნიშვნელოვანეს ნაბიჯებს დგამს დიდ სცენაზე. ჩვენ გვაქვს ახალი პროექტები, იქნება ახალი სპექტაკლები”, – აღნიშნა ალიქ მედიასთან საუბარში თეატრის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა არმენ ჰოვჰანისიანმა.