Latest posts by Aliq Media (see all)
საქართველოს სხვა სკოლებთან ერთად თავის კურსდამთავრებულებს ახალი ცხოვრებისკენ გზა დაულოცა თბილისის ერთადერთმა სომხურმა სკოლამ.
უკვე სამოცდამეცხრამეტედ, სკოლა თავის მოსწავლეებს განათლებისა და აღზრდის მიცემის შემდეგ მოწიფული ცხოვრებისკენ აცილებს.
ერნესტ სიმონიანმა მერვე კლასში გადაწყვიტა, რომ უმაღლესი განათლების მიღებას ერევანში გააგრძელებდა. ამ გადაწყვეტილების შემდეგ გადმოვიდა სომხურ 104-ე სკოლაში, რათა გაეუმჯობესებინა სომხური ენის ცოდნა. დღეს ის ამაყობს თავისი გადაწყვეტილებით.
„ერთის მხრივ, მიხარია, რომ ვამთავრებ სკოლას, მაგრამ ასევე მოწყენილი ვარ, რადგან უდარდელი ბავშვობა აღარ მექნება. ბევრი ახალი რამ ვისწავლე ამ სკოლაში, ამიტომ მადლობელი ვარ ჩემი მასწავლებლების, მშობლების რათა მომიყვანეს 104-ე სკოლაში.“
104-ე სკოლაში ბოლო ზარი ტრადიციისამებრ აღინიშნება დიდი ზეიმით. ბოლო ზარი სკოლის ჰიმნის შესრულებით დაიწყო.
დამამთავრებელი კლასის ხელმძღვანელი იზაბელა აბრამიანი ამბობს, რომ მომავალში სურს თავისი მოსწავლეები იხილოს იმ ადგლას, რისი ღირსნიც არიან ისინი: „ჩემს კურსდამთავრებულებს ვუსურვებ, რომ ცხოვრებაში ჰქონდეთ წარმატებები, მინდა რომ მათ წინაშე გაიხსნას ყველა დაკეტილი კარი, მხოლოდ და მხოლოდ გამარჯვებებს ვუსურვებ მათ. ჩვენ ხშირად გვქონია ვარდნები და აღზევება ერთად, მაგრამ დღეს დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი განვლილი გზა მართლაც გამარჯვებაა“.
15 მოსწავლეს ჩაანაცვლებენ მოვსეს ხორენაცის სახელობის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის „ჰაიარტუნ“ მოსწავლეები. მომავალი პირველკლასელების რაოდენობა ამ დროისთვის ათია.