თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე განაჩენი გამოაცხადეს, მოსამართლის გადაწყვეტილებას ხმაური მოჰყვა.
სასამართლომ ერთ-ერთი ბრალდებული დავით სარალიძის მკვლელობის ნაწილში გაამართლა, ხოლო მეორე ბრალდებულს ბრალი გადაუკვალიფიცირა და სარალიძის მკვლელობის მცდელობაში ცნო დამნაშავედ.
ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის 4-თვიანი სასამართლო განხილვა 30 მაისს დასრულდა. ვინაიდან საქმეში არასრულწლოვნები ფიგურირებენ, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსიდან გამომდინარე, სასამართლო სხდომები დახურული იყო.
როგორც ზაზა სარალიძის ინტერესების დამცველმა ნესტან ლონდარიძემ განაცხადა, დავით სარალიძეს არაერთი იარაღით ჰქონდა ჭრილობები მიყენებული და სასამართლომ მხოლოდ ერთი პირი ცნო დამნაშავედ, ერთ-ერთი ბრალდებული გამართლდა დავით სარალიძესთან მიმართებაში და დამნაშავედ იქნა ცნობილი მეორე გარდაცვლილთან მიმართებით.
მოსამართლის გადაწყვეტილებას მოკლულის მამის პროტესტი მოჰყვა. იგი გენერალური პროკურორის გადადგომას და დამნაშავეების დასჯას მოითხოვს.
ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად 2 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021