თბილისის მერია მოქალაქეებს ავტობუსის ორ ფერს სთავაზობს: მწვანესა და ვერცხლისფერს.
„თბილისს 90 ახალი ავტობუსი ეყოლება. 2019 წლის თებერვლიდან დედაქალაქში ყვითელ ავტობუსებს ახალი, ბრენდირებული საზოგადოებრივი ტანსპორტი ჩაანაცვლებს. შერჩევის პროცესში მოქალაქეების ჩართულობა მნიშვნელოვანია. ამიტომ გთხოვთ, დააფიქსიროთ თქვენი მოსაზრება“, – წერს თბილისის მერია Facebook-ზე.
მერიამ უკვე შეიძინა 90 ავტობუსი, ხოლო 220 ავტობუსის შეძენაზე ტენდერი თვის ბოლომდე გამოცხადდება.
17 ოქტომბერს კალაძემ თქვა, რომ ახალ ავტობუსებში უფასო უკაბელო ინტერნეტი დამონტაჟდება.ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის მამუკა მუმლაძის განცხადებით, თბილისში 200-მდე ყვითელი მიკროავტობუსი და 100-მდე ავტობუსი გაჩერებულია, რადგან ვერცერთმა მათგანმა ტექდათვალიერება ვერ გაიარა.
თბილისს 90 ახალი ავტობუსი ეყოლება. 2019 წლის თებერვლიდან დედაქალაქში ყვითელ ავტობუსებს ახალი, ბრენდირებული…
Posted by თბილისის მერია / Tbilisi City Hall on Thursday, November 1, 2018
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021