თბილისის დაძმობილებული ქალაქებისთვის მიძღვნილი სკვერი გაიხსნა (ფოტო)

11 ოქტომბერს, თბილისის დაძმობილებული 20 ქალაქის სკვერი გაიხსნა. სკვერში გამოიფინა ნახატები, რომლებიც თბილისის დაძმობილებული ქალაქების სიმბოლოებია, მათ შორის, არის ერევნის.

სკვერის გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ საქართველოში სომხეთის ელჩი რუბენ სადოიანი და სალეჩოს წარმომადგენლები.

აღსანიშნავია, რომ ერევანი და თბილისი დაძმობილებულ ქალაქებად 1996 წლის 4 ივნისს გამოცხადდა.