
Latest posts by Aliq Media (see all)
თბილისის ანძა სომხეთის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით სომხეთის სამფეროვანი დროშის ფერებით განათდა.
სომხეთი დღეს დამოუკიდებელი რესპუბლიკის 27-ე წელს აღნიშნავს. ზუსტად 27 წლის წინ, 21 სექტემბერს, სომხეთის მოსახლეობის 99,5%-მა მხარი დაუჭირა სომხეთის სსრკ-ს შემადგენლობიდან გასვლასა და სომხეთის დამოუკიდებელ დემოკრატიულ ქყეყნად აღიარებას. ორი დღის შემდეგ, 23 სექტემბერს, ქვეყნის უმაღლესმა საბჭომ სომხეთი დამოუკიდებელ, სუვერენულ რესპუბლიკად გამოაცხადა.