თბილისის 103-ე სკოლის სომხურ სექტორს 10 პირველკლასელი ჰყავს

მიუხედავად იმისა, რომ ჯერ სკოლაში სწავლის პირველი დღეა, ართურ სოღომონიანმა უკვე იცის, რომ მისი საყვარელი საგანი ფიზკულტურაა.

მეტრომშენის 103-ე სკოლის სომხურ სექტორს წელს 10 პირველკლასელი ჰყავს. იმავე სკოლის ქართულ სექტორს კი 13.

სკოლის დირექტორის მოადგილის, სომხური სექტორის ხელმძღვანელის ჰასმიკ პაპიკიანის თქმით,  მათი სომხური სექტორი ქართული ენის სწავლებით არ ჩამორჩება ქართულ სექტორს.

“წელს ჩვენ მშობლებთან ერთად ბევრი ვიმუშავეთ. ეს სომხური უბანია და ჩვენ ვცდილობთ დავარწმუნოთ მშიბლები, რომ ბავშვები სომხურ სკოლაში წაიყვანონ, რადგან საბოლოო სიტყვა ყოველთვის მათზეა” – ამბობს პაპიკიანი.

მიმდინარე წლის იანვარში სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ 103-ე სკოლა განახლდა. სკოლის სომხურ ნაწილს ამჟამად 105 მოსწავლე ჰყავს. სკოლას წელს მე -4 და მე -6 კლასი არ ჰყავს.  სომხური სექტორისთვის არც ბოლო ზარი იქნება წელს, რადგან პირველი სასწავლო დღე მე-12 კლასელების გარეშე დაიწყო.

Leave a Reply