Latest posts by Aliq Media (see all)
ნოემბრის თვეში თბილისის პეტროს ადამიანის სახელობის სომხურ დრამატულ თეატრში, რომელიც უკვე 6 წელია ავარიულ ვითარებაშია, ჩატარდა შიდა ჩვენება. თეატრის გაყინულ კედლებში სპექტაკლს თეატრის შემოქმედებითი ჯგუფი და სომხურ სპექტაკლს მონატრებული რამოდენიმე მაყურებელი ესწრებოდა.
„სულის განსასჯელი“ ახალგაზრდა რეჟისორ გაგიკ მელქუმიანის მე-6 სპექტაკლია. მეუღლეების ნაადრევმა სიკვდილმა სამი ახალგაზრდა გოგოს ცხოვრება გაყო ორ ნაწილად: მეუღლეების დაკარგვამდე და დაკარგვის შემდეგ. მოგონებებით მცხოვრები და ამავდროულად ამ მოგონებებისგან გაქცევის სურვილის მქონე ქალებს ბევრი რამ აკავშირებს, მათგან ყველაზე მნიშვნელოვანი სასაფლაოა. ყველაზე მეტ დროს ისინი ერთად სასაფლაოზე ატარებენ.
სპექტაკლში თამაშობენ თბილისის სომხური დრამატული თეატრის ახალგაზრდა მსახიობები: სნეჟანა იაგუბოვა, ლიუბა საჰაკიანი, გლორია გევორგიანი და ერნესტ ჰარუთუნიანი. სპექტაკლი დადგმულია თანამედროვე ამერიკელი დრამატურგის, აივონ მენჩელის პიესის „სასაფლაო კლუბი“-ს მიხედვით.
სპექტაკლი თავის ადგილს იკავებს თეატრის სპექტაკლთა რიგში.
იგეგმება სპექტაკლის პრემიერა.