“თბილისი, ჩემი პატარა პარიზი” – თენგიზ მიკოიანცის გამოფენა ერევანში (ფოტო)

25 ოქტომბერს, ერევნის სარგის მურადიანის გალერეაში, ქართული წარმოშობის სომეხი მხატვრის თენგიზ მიკოიანცის პერსონალური გამოფენა, სახელწოდებით “თბილისი, ჩემი პატარა პარიზი”, გაიმართა. ეს არის სომხურ-ქართული კულტურული კავშირების მეორე გამოფენა, რომელიც აღდგენილია გალერეის მიერ. ამავე მუზეუმში, რამდენიმე თვის წინ,  ქართველი მხატვრის ცირა კალანდაძის ნამუშევრების გამოფენაც გაიმართა.

გამოფენას ესწრებოდნენ სომხეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გიორგი საგანელიძე, კულტურის მინისტრი ლილით მაკუნცი, საქართველოში სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი ვაზგენ მირზახანიანი და სხვა მიწვეული სტუმრები, როგორც საქართველოდან, ასევე სომხეთიდან.

“ეს ჩემი ქალაქია. მინდოდა წარმედგინა ჩემი ქალაქი ლამაზად “, – თქვა ქართველ-სომეხმა მხატვარმა თენგიზ მიკოიანცმა და მიგვითითა ძველი რუსთაველის ქუჩის ერთ-ერთ ნახატზე. მხატვარმა აღნიშნა, რომ ის ბედნიერია, როცა ხალხი აფასებს თავის საქმიანობას და ცდილობს, ნათელი და სასიამოვნო სცენების წარმოჩენა ხალხისთვის.

სომხეთში, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გიორგი საგანელიძემ “ალიქ მედია”-ს შთაბეჭდილებები გაუზიარა და აღნიშნა, რომ ამ ნახატებმა ის მშობლიურ ქალაქში რამდენიმე წუთით დააბრუნა.

“დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. ამ გალერეაში თბილისის სითბო, სული და სინათლეა წარმოდგენილი. ჩვენ ასევე მოხარული ვართ, რომ ერევნის მაცხოვრებლებს შესაძლებლობა ექნებათ დაათვალიერონ ეს ნამუშევრები. დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი მათგანისთვის ნაცნობი პეიზაჟებია”, – განაცხადა ელჩმა.

“ბრწყინვალე, საინტერესო და ფერადი” ასეთი შეაფასა კულტურის მინისტრმა ლილით მაკუნცმა ნამუშევრები და დასძინა, რომ “ვინც ერთხელ მაინც არის ნამყოფი თბილისში, იგრძნებს ქალაქის ფერად, თბილი ფერს და გაიგებს, რას ვგრძნობ სურათების ნახვისას”.

ლილით მაკუნცმა “ალიქ მედია”-სთან კულტურის სფეროში სომხურ-ქართულ ურთიერთობებზეც ისაუბრა:

“უკვე ხუთი თვეა, მინისტრი ვარ და შემიძლია ვთქვა, რომ კულტურის სფეროში ბევრი საქმე გაკეთდა. თითქმის ყოველ თვე იმართება სომხურ-ქართული ურთიერთობებისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რაც კიდევ უფრო ამყარებს კულტურულ კავშირებს”.

როგორც კულტურის მინისტრმა განაცხადა, წელს თბილისი იგეგმება “სომხეთის კულტურის დღეები საქართველოში”. ღონისძიებები დაგეგმილია მომავალ წელსაც, რომელიც თუმანიანის 150 წლისთავს მიეძღვნება.