“თავისუფალი საქართველო” ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის დეპუტატებს ორმაგ მოქალაქეობაში ადანაშაულებს

პარტია “თავისუფალი საქართველოს” წევრები განცხადებას ავრცელებენ და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ პირებს ადანაშაულებენ, რომ მათ საქართველოს მოქალაქეობასთან ერთად სომხეთის მოქალაქეობაც აქვთ.  პარტია მოითხოვს აღნიშნულ ჩინოვნიკებს ჩამოართვან მოქალაქეობა და გაათავისუფლონ დაკავებული პოზიციებიდან. “დამნაშავეები” ბრალდებებს უარყოფენ და მტკიცებულებებს მოითხოვენ.

“თავისუფალი საქართველო” პარტიის განცხადებაში ნახსენებია აღნიშნული პირების სახელები და გვარები, ესენი არიან – სმბატ კიურეღიანი, ვაღინაკ არზუმანიანი, არარატ ნანაიანი, მკრტიჩ ნანაიანი, გრიგორი შამილიანი, ანდრანიკ მკრტჩიანი, სედა დარბინიანი და ვაღინაკ ღაზარიანი. მათგან  6 საკრებულოს დეპუტატია პარტია “ქართული ოცნებიდან”, ვაღინაკ ღაზარიანი “საქართველოს პატრიოტთა ალიანსიდან” არის დეპუტატი, და არარატ ნანაიანი, ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომელია.

“თავისუფალმა საქართველომ”ოფიციალური თხოვნით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, აღნიშნულ მოქალაქეებს ჩამოართვან თავისი უფლებამოსილებები, რადგან ამ ადამიანებმა დაარღვიეს საქართველოს კანონმდებლობა. ამ ბრალდებების საფუძველი კი ისაა, რომ მათი სახელები სომხეთის საარჩევნო სიებში იყო.

ნინოწმინდის საკრებულოს თავმჯდომარის სამველ კიურეღიანის თქმით, რომელიც ასევე აღნიშნულ სიაშია, ამ განცხადებას სერიოზულად ვერ მიიღებს და უარყოფს ორმაგი მოქალაქეობის ქონის შესაძლებლობას.

“მე ვიცი ვინ არიან ისინი. მათ თავიანთი ვარაუდის  საფუძვლად სომხეთის საარჩევნო სია მოაქვთ. შეიძლება იმ სიებში არსებობდეს კიურეღიანი სმბატი, მაგრამ მე არ ვიცი  ვინაა ის. ეს პირველად არ ხდება, თავიდან ამ სიაში ორი ადამიანის სახელი და გვარი იყო. ახლა ოპოზიციონერი პარტიის წარმომადგბელის სახელი და გვარებიც დაემატა,” – ამბობს სმბატ კიურეღიანი.

სედა დარბინიანის სახელი ასევე აღმოჩნდა “დამნაშავეთა” სიაში. იგი პირველად აირჩიეს ნინოწმინდის საკრებულოს დეპუტატად.

“მე ერევანში ვსწავლობდი. დამიდასტურონ, თუ იციან , რომ  ის სედა დარბინიანი მე ვარ. პირადობით დამიმიტკიცონ. მათ უბრალოდ საკრებულოში ჩემი ნახვა არ უნდათ,” – ამბობს სედა დარბინიანი.

აღსანიშნავია, რომ ორმაგი მოქალაქეობის მქონე დეპუტატებთან დაკავშირებული საუბრები ჯერ კიდევ წინასაარჩევნო პერიოდში დაიწყო.  19 ოქტომბერს “ევროპული საქართველო” გამოვიდა განცხადებით, რომ ახალქალაქში “ქართული ოცნების” მიერ მაჟორიტარული სიით წარდგენილია სომხეთის მოქალაქეობის მქონე სამი კანდიდატი. იმ დროს პარტიამ ასევე მიმართა იუსტიციის სამინისტროს სიტუაციაში გარკვევის მოთხოვნით.  თუმცა დღემდე ორმაგი მოქალაქეობაში დადანაშაულებული ადამიანები ახალქალაქის საკრებულოში მუშაობას აგრძელებნ.

შუშან შირინიანი

jnews.ge

Leave a Reply