Latest posts by Aliq Media (see all)
ბოლო რამდენიმე დღეა რიგი მედიასაშუალებები იტყობინებიან, რომ სომხეთმა ბოლო მომენტში უარი თქვა 3 სექტემბერს საქართველოში მიმდინარე Agile Spirit 2017”-ის სამხედრო წვრთნებში მონაწილეობაზე.
სამშაბათს სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, სადაც აღნიშნულია, რომ “სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს, შეიარაღებული ძალების და შეიარაღებული ძალების მთავარი შტაბის წარმომადგენლები რეგულარულად მონაწილეობენ ათეულობით მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებებში, მათი დაგეგმვის კონფერენციებსა და მოლაპარაკებებში. სამხედრო წვრთნებში სომხეთის შეიარაღებული ძალების ერთეულების მონაწილეობის ფორმა განისაზღვრება საერთაშორისო თანამშრომლობის ინტერ-ოპერატივის დაგეგმვის მოთხოვნებით. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში განხორციელებულ წვრთნებს დიდი როლი არ ჰქონდა სომხეთის შეიარაღებული ძალებისთვის, თავიდანვე გადაწყვეტილი იყო მონაწილეობის არ მიღება და განაცხადი შეტანილი არ იყო.
სამხედრო სწავლებაში მონაწილეობაზე უარის არ შეიძლება სპეკულაციის საგანი გახდეს”, ნათქვამია განცხადებაში.