5 მაისს არცახის აღმოსავლეთ რაიონში მთიანი ყარაბაღის თავდაცვის არმიის ჯარისკაცებმა, საინჟინრო სამუშაოების შესრულებისას, აღმოაჩინეს ანტიკური პერიოდის სამარხები.
artsakhpress.am-ის ჟურნალისტთან საუბარში, მთიანი ყარაბაღის ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის დეპარტამენტის „ისტორიული გარემოს დაცვის სახელმწიფო სააგენტოს“ სახელმწიფო არასავაჭრო ორგანიზაციების თავმჯდომარის მოადგილე დიანა მირიჯანიანმა აღნიშნა, რომ საინჟინრო სამუშაოების ჩატარებისას აღმოჩენილია ანტიკური პერიოდის 2 სამარხი, სადაც ნაპოვნია 2 მთლიანად შენარჩუნებული ექსპონატი – სამფოთლიანი გრაფინი და კათხა, თეფშის 4 ნატეხი.
„აღმოჩენები ამ დროისთვის მთიანი ყარაბაღის ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის დეპარტამენტშია და გაწმენდითი სამუშაოები უტარდება“ – განაცხადა დიანა მირიჯანიანმა, მან ასევე დაამატა, რომ აღმოჩენების ადგილას უახლოეს მომავალში დაიწყება კვლევითი სამუშაოები.
მთიანი ყარაბაღის ეკონომიკის მინისტრის მოადგილე სერგეი შაჰვერდიანმა აღნიშნა, რომ სომეხი ჯარისკაცები იცავენ, არა მხოლოდ ჩვენს მიწებს, არამედ ჩვენს კულტურასაც.
„მეორე მსოფლიო ომის დროს, როდესაც ინგლისის პრემიერ-მინისტრს წარუდგინეს ბიუჯეტი კულტურის სფეროს დანახარჯების გარეშე. მან განაცხადა, – თუ ჩვენ არ უნდა შევინარჩუნოთ კულტურა, რისთვისაა ომი?“ – მოიყვანა ციტატა ს. შაჰვერდიანმა.
ფოტო: artsakhpress.am