აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა სომხეთის შეიარაღებული ძალების ვარდენისის სამხედრო ნაწილში ცეცხლი გახსნეს, ასევე გამოიყენეს საჰაერო ძალა სომხეთის მიმართულებით. ამის შესახებ ინფორმაცია სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრეს-სპიკერმა შუშან სტეფანიანმა გაავრცელა.
თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი წერს, რომ ვარდენისში სამოქალაქო ავტობუსი იწვის, რომელსაც თავს დაესხა აზერბაიჯანის უპილოტო მფრინავი აპარატი.
„მოწინააღმდეგის ამ მოქმედებას წინ უძღოდა აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს დეზინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს სომხეთის რესპუბლიკის შეიარაღებულმა ძალებმა რაკეტები ისროლეს ვარდენისის რაიონიდან აზერბაიჯანის დაშქესანის მხარეს. ამრიგად, ფაქტობრივად, მოწინააღმდეგე მისი შემდგომი მოქმედებების დასასაბუთებელ ნიადაგს ამზადებდა.
დაველოდოთ მკაცრ პასუხს“, – წერს სტეფანიანი.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021