სომხეთისა და საბერძნეთის მთავარ პროკურატურას შორის 4 ივლისს, ერევანში თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტი გააფორმეს ორივე ქვეყნის მთავარმა პროკურორებმა, ართურ დავთიანმა და ქსენი დიმიტრიუმ.
მემორანდუმის ფარგლებში მხარეები თავიანთი კომპეტენციიდან გამომდინარე, ითანამშრომლებენ ორგანიზებულ დანაშაულთან, ტერორიზმთან, კორუფციასთან, კონტრაბანდასთან, უკანონო ნარკოტიკებით ვაჭრობასთან, უკანონო მიგრაციასთან, ტრეფიკინგთან ბრძოლაში.
შეთანხმება ითვალისწინებს პროფესიული გამოცდილების გაცვლას და პროფესიული უნარების განვითარებას პროკურორების ორმხრივი ვიზიტების მეშვეობით.