Latest posts by Aliq Media (see all)
7 ოქტომბერს, სომხეთის ქალაქ ეჩმიაწინის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმსა და ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმი ორ მუზეუმს შორის ერთობლივ სამეცნიერო სამუშაოების განხორციელებასა და კულტურის სფეროში თანამშრომლობას ითვალისწინებს.
გასულ კვირას, ეჩმიაწინის დღესასწაულის ფარგლებში გამართულ საზეიმო ღონისძიებებს ესწრებოდა ეჩმიაძინის მერი კარენ გრიგორიანი. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ სომხები და ქართველები ცივილიზაციის მსგავს დონეზე არიან.
ეჩმიაწინის ისტორიული და ეთნოგრაფიული მუზეუმის დირექტორმა ანჟელა თადევოსიანმა იმედი გამოთქვა, რომ ეს თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ეჩმიაწინის და ბათუმის დაძმობილებულ ქალაქებად გახდომას.
ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის თანამშრომელმა ემზარ კახიძემ, ასევე ხაზი გაუსვა თანამშრომლობის მნიშვნელობას და სომეხ კოლეგებს თბილი მიღებისთვის მადლობა გადაუხადა.
“ჩვენ საუკუნოვანი კარგი ურთიერთობების მქონე მეზობლები ვართ, რაც დასტურდება ამ მემორანდუმით”, – აღნიშნა კახიძემ.
ორ მუზეუმს შორის თანამშრომლობის ინიციატორი, სომხეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ისტორიის ინსტიტუტის თანამშრომელი ჰარუთიუნ ხუდანიანი მიიჩნევს, რომ მიუხედავად ქართველებთან კარგი ურთიერთობას, ზოგჯერ არის საკითხები, რომლებიც საჭიროებენ მყისიერ გადაწყვეტილებას და ამ შემთხვევაში ინტელექტუალების თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია.
ქართული დელეგაციის ვიზიტი სომხეთში კიდევ ერთი დღე გაგრძელდება. ისინი, მწამორის მონასტერს ესტუმრებიან და მიმდებარედ არსებულ ისტორიულ-არქეოლოგიურ სარეზერვო-მუზეუმს მოინახულებენ.