თალიში სეპარატისტს ფაჰრადდინ აბოსზოდას (ფაჰრადდინ აბასოვი) სომხეთს თავშესაფარი არ მოუთხოვია. ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ანნა ნაღდალიანმა განაცხადა.
„როგორც საგანგებო სიტუაციების სამინისტროს მიგრაციის სამსახურმა გვაცნობა, აზერბაიჯანის მოქალაქეს სომხეთში პოლიტიკურ თავშესაფარისთვის არ მიუმართავს“, – განაცხადა ნაღდალიანმა.
პრესსპიკერის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრმა ზოჰრაბ მნაცაკანიანმა ეროვნულ ასამბლეას კრებაზე აღნიშნა, რომ ეს საკითხი ადამიანის უფლებათა დაცვის კონტექსტში განიხილება.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021