12 ივნისიდან 15 აგვისტომდე ველომოყვარულებს თბილისში ველოსიპედებით უფასოდ სარგებლობა შეუძლიათ. კამპანია Terabike “ტერაბანკს” ეკუთვნის და ორი თვის განმავლობაში ბანკის 5 ფილიალთან ველოსადგომები განთავსდა. ამასთან, კამპანიის ფარგლებში, ბანკის ახალ თუ არსებულ მომხმარებლებს აღნიშნული ველოსიპედებით სარგებლობა ნებისმიერ დროს, სრულიად უფასოდ შეეძლებათ.
ტერაბაიკებით სარგებლობისთვის საჭიროა, იყოთ ან გახდეთ ტერაბანკის მომხმარებელი, აიღოთ ტერაბაიკის ბარათი და ისარგებლოთ ველოსიპედებით უფასოდ.
“ვინ თქვა, რომ თბილისი არ არის ველოსიპედების ქალაქი?” – ეს გახდა კამპანიის ლოზუნგი. „ტერაბანკის“ მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი სალომე ქოქოსაძეს თქმით, კამპანია მიზნად ისახავს ჯანსაღი ცხოვრების წესის და ველოსიპედის მოყვარულთა მხარდაჭერას.
ტერა ბაიკების სადგომები განთავსდება შემდეგ ფილიალებთან:
ქეთევან დედოფლის გამზ. № 3
დავით აღმაშენებლის გამზ. № 148
აკაკი წერეთლის გამზ. № 60
ილია ჭავჭავაძის გამზ. № 43
პეკინის გამზ. № 24ა
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021