System Of A Down-ის სოლისტი სომხეთში ჩასვლას გეგმავს

როკ ჯგუფ System of a Down-ის სოლისტი სერჟ თანკიანი წერს, რომ ერევნის აქციებში მალე პირადად ჩაერთვება.

„ძალიან ვწუხვარ, რომ საშინელი ვირუსის გამო აქამდე ვერ მოვახერხე თქვენთან ერთად ყოფნა, თუმცა ვცდილობდი აქედან მივყოლოდი მოვლენებს და გამომეხატა ჩემი პოზიცია. ახლა კი გპირდებით, რომ მალე მანდ ვიქნები“, – წერს მომღერალი თავის Facebook-ის გვერდზე.

„უსამართლობის წლების მერე თქვენ მოიგეთ ეს ბრძოლა. თქვენ დაიცავით ჩვენი ქვეყნის აწმყო და მომავალი თქვენი სამოქალაქო და გონივრული აქტივიზმით. რთულია, შეცვალო სიმბოლოები; კიდევ უფრო რთულია, შეცვალო მთავრობა და მით უმეტეს – კულტურა. თქვენ კი ეს ყველაფერი შეძელით. ძვირფასო დებო და ძმებო, მერწმუნეთ, სამართლიანობა იზეიმებს, მაგრამ მისი პოვნა პარლამენტის დარბაზში ძნელია. დღეს მთელი მსოფლიო თქვენს დაუმორჩილებლობასა და საოცარ გამარჯვებაზე საუბრობს. მოდი, განვაგრძოთ ეს გზა.“ – წერს თანკიანი.

 

Leave a Reply