ამერიკული ჯგუფ System of a Down-ის სოლისტმა სერჟს თანკიანმა სომხეთის პრემიერ-მინისტრის სერჟს სარგსიანის გადადგომას “სამართლიანობის ზეიმი” უწოდა.
“დღეს შესანიშნავი დღეა სამართლიანობის ზეიმისთვის. სომხებმა სამოქალაქო დაუმორჩილებლობითა და თავიანთი ხმებით, პრემიერ-მინისტრს სერჟს საგსიანს გადადგომა აიძულეს”, – დაწერა თანკიანმა Twitter-ზე.
მომღერალი საკუთარ გვერდზე უკვე რამდენიმე კვირაა, აქტიურად ეხმიანება სომხეთში მიმდინარე მოვლენებზე.
როკბენდის სხვა წევრებმაც არაერთხელ გამოხატეს სომეხი ხალხის მიმართ მხარდაჭერა. “მე თქვენთან ვარ, ჩემს დებთან და ძმებთან ერთად ვაპროტესტებ,” – დაწერა ჯგუფის წევრმა დარონ მალაქიანმა და Instagram-ზე გამოაქვეყნა ფოტო, სადაც ჩანს, რომ ის სომხეთშია.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021