SYSTEM OF A DOWN- ის გიტარისტი მხარს უჭერს ერევნის აქციებს

როკ ჯგუფ System of a Down-ის გიტარისტმა ტარონ მალაქიანმა ფეისბუქის გვერდზე ფოტო ატვირთა, სადაც იგი ერევნის ვარდან მამიკონიანის ძეგლთან დგას წარწერით:

” ჩემს დებსა და ძმებთან ერთად ვარ გულით, რომლებიც სომხეთში საპროტესტო აქციას ატარებენ”.

ერევანში მიმდინარე საპროტესტო აქციებს აქტიურად აკვირდებოდა როკ ჯგუფის სოლისტი სერჟ თანკიანი, რომელმაც პოსტი გამოაქვეყნა და დაწერა, რომ სომხეთში ბოლოსდაბოლოს რაღაც წარმოუდგენელი ხდება.

 

Leave a Reply