ცნობილი როკ-მუსიკოსი სერჟ თანკიანი საშინებს უწოდებს ერევნის საკრებულოში სომხეთის რესპუბლიკური პარტიის ფრაქციის წევრების მიერ ოპონენტ ქალ პოლიტიკოსებზე განხორციელებულ ძალადობას.
“System of a Down” ჯგუფის სოლისტმა, თაის ფეისბუქის გვერდზე გამოაქვეყნა asbarez.com-ის სტატია სათაურით “ქალთა ცემა ახალი კანონია სომხეთის რესპუბლიკური პარტიისთვის”, 13-თებერვალს მერიაში მომხდარი შეხლა-შემოხლის შესახებ. ბმულთან ერთად აღწერაში თანკიანი წერს: “უბრალოდ საშინელებაა”.
13 თებერვალს, ერევნის საკრებულოს პირველ სხდომაზე, საკრებულოს წევრებს შორის ინციდენტი მოხდა. დღის წესრიგის საკითხებიდან ერთ-ერთის განხილვისას ფრაქცია “ერკირ წირანის” წევრებმა მინის კონტეინერები განათავსეს თავიანთ სამუშაო მაგიდებზე, რომელშიც კანალიზაციის წყალი ესხა. წყალი მოტანილი იყო ერევნის ნუბარაშენის სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან ახლოს მდებარე ტერიტორიიდან, სადაც საკანალიზაციო არხი დაზიანებულია.
ფრაქციის წევრები მინის კონტეინერებით მიუახლოვდნენ ერევნის მერს ტარონ მარგარიანს, რა დროსაც ფეკალური მასა ჭურჭლიდან ძირს დაიღვარა და დარბაზში სუნი დადგა, ხოლო ამ ყველაფრს შეხლა-შემოხლა მოჰყვა ფრაქციების წევრებს შორის.