სომხეთის მთავრობის სამოქალაქო ავიაციის მთავარმა დეპარტამენტმა ორ ავიაკომპანიას ერევნიდან ოდესისა და სურგუტის მიმართულებით ფრენების განხორციელებისთვის ნებართვა გადასცა. ამის შესახებ დეპარტამენტის პრესსამსახური იტყობინება.
რუსული ავიოკომპანია Utair ფრენებს სურგუტი-ერევანი-სურგუტის მიმართულებით, 14 ივნისიდან ყოველ ხუთშაბათს განახორციელებს. ხოლო ოდესა-ერევანი-ოდესას ფრენებს 7 ივლისიდან უკრაინის ეროვნული ავიახაზები Ukraine International Airlines ყოველ შაბათს შეასრულებს.