სტუდენტური გაფიცვები სერჟ სარგსიანის ხელისუფლებაში დარჩენის წინააღმდეგ

ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტში სერჟ სარგსიანის ძალაუფლების გახანგრძლივების წინააღმდეგ სტუდენტური გაფიცვები მოეწყო. სტუდენტებმა უნივერსიტეტის ეზოში, კორპუსების შესასვლელებთან გრაფიტები გააკეთეს წარწერით “გაფიცვა”.

12 აპრილიდან, სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები საპროტესტო აქციებს აგრძელებენ, თუმცა უნივერსიტეტის  ადმინისტრაცია ცდილობს მათ ხელი შეუშალოს. უნივერსიტეტის შტაბის უფროსმა ალიკ ღარიბიანმა თანამშრომლები გააფრთხილა, რომ ყველა იმ პირს დაატოვებინონ შენობა, რომელსაც სტუდენტური ბილეთი არ ექნება.

უნივერსიტეტის ტერიტორიის მკაცრი კონტროლის მიუხედავად სტუდენტები მაინც ახერხებენ კორპუსებში შესვლას და ბროშურების დარიგებას. უსაფრთხოების დაცვის თანამშრომლები აცხადებდნენ, რომ უნივერსიტეტის ტერიტორიაზე არ უნდა დაარიგონ ბროშურები და ამტკიცებდნენ, რომ უნივერსიტეტის შენობაში საპროტესტო აქციის მოწყობა  არ შეიძლება, თუმცა ასეთი კანონი არ არსებობს.

Leave a Reply