Latest posts by Aliq Media (see all)
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი(GIPA) აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს პროქეტს, რომლის მიზანიც ჟურნალისტიკისა და ბიზნესის სფეროში ცოდნისა და შესაძლებლობების გამდიდრებაა.
ერთი წლის განმავლობაში ინსტიტუტის სპეციალისტები, სომხეთისა და აზერბაიჯანის სპეციალისტებთან თანამშრომლობით ახალქაალქის, ნინოწმინდასა და მარნეულის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებისთვის სემინარებსა და ტრეინინგებს ჩაატარებენ.
დაგეგმილი ტრეინინგების პირველი ეტაპი 4-5 თებერვალს ნინოწმინდის ახალგაზრდულ ცენტრ“PITA”- ში ჩატარდა. ტრენინგების დასრულების შემდეგ თითო მუნიციპალიტეტიდან შეირჩევა 2 მოსწავლე რომლებმაც სატრენინგო კურსი წარმატებით დასრულეს. მათ სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა მიეცემათ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტიში, წერს სააგენტო nor.ge.