ირანთან პარტნიორობის შეზღუდვა შეიძლება გახდეს სომხურ-ამერიკული ურთიერთობების წინაპირობა, – “ამერიკის ხმის” ინფორმაციით ამის შესახებ ამერიკის საგარეო პოლიტიკის საბჭოს ანალიტიკოსმა სტივენ ბლანკმა განაცხადა, აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლის ჯონ ბოლტონის სომხეთში ვიზიტის შესახებ კომენტარის დროს.
” ვფიქრობ, სომხეთში ბოლტონმა განაცხადა, რომ თუ სომხეთს სურს აშშ-სთან მეგობრული ურთერთობა შეინარჩუნოს ირანთან ურთიერთობა უნდა შეზღუდოს”, – განაცხდადა ანალიტიკოსმა და დაამატა, რომ შტატებმა გადაწყვიტა ირანის მიმართ მკაცრი პოლიტიკის გატარება, რათა თეირანი აიძულოს უარი თქვას ამჟამინდელ გამანადგურებელ პოლიტიკაზე.
“სომხეთი ირანთან ყოველთვის ითანამშრომლებს, რადგან ისინი მეზობლები არიან, მაგრამ სომხეთი ძალიან ენერგიულად მხარს უჭერდა ირანს დიპლომატიურ და ეკონომიკის საკითხებში”, – აცხადებს ბლანკი.