Latest posts by Aliq Media (see all)
27 თებერვალს, ერევანის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქველმოქმედო ფონდის “ამქორ სომხეთის” წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.
ერევანის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებისა და კარიერის ცენტრის ინიციატივით ორგანიზებულ შეხვედრას ესწრებოდნენ ეკონომიკის და მენეჯმენტის ფაკულტეტის მე-4 კურსის სტუდენტები. შეხვედრაზე ასევე იყვნენ ეკონომიკისა დ მენეჯმენტის ფაკულტეტის დეკანები ჰაიკ სარგსიანი და კარენ იეღოიანი.
სტუდენტებს წარუდგინეს ” სწავლის ხელშეწყობა, მომავლის განხორციელება ” სტიპენდიის პროგრამა, რომელიც განკუთვნილია სოციოლოგიის, ეკონომიკისა და მენეჯმენტის ფაკულტეტების იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც სწავლას ერევანის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურაზე აგრძელებს.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ პროგრამის ფარგლებში ყველა კანდიდანტი მონაწილეობას მიიღებს პროფესიულ ტრენინგებზე, რის შემდეგაც სტუდენტები წარადგენენ რეგიონის განვითარების პროგრამებ და შეირჩევა გამარჯვებულები, რომლებიც მაგისტრატურაში უფასოდ გააგრძელებენ სწავლას.