სომხეთის მიერ მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობის აღიარებასთან დაკავშრებით საინფორმაციო და ანალიტიკურმა ცენტრმა verelq.am გამოაქვეყნა სტატია, რომლის ქართულენოვან ვერსიასაც გთავაზობთ:
სომხეთის რესპუბლიკის მთავრობამ 5 მაისის სხდომაზე მიიღო კანონპროექტი „არცახის რესპუბლიკის აღიარების შესახებ“. შეგახსენებთ, რომ კანონპროექტი წარდგენილია ეროვნული კრების ოპოზიციონერი კოალილიცია „მემკვიდრეობის“ დეპუტატის ზარუჰი ფოსტამჯიანისა და კოალიცია „სომხური ეროვნული კონგრესის“ დეპუტატ ჰრანტ ბაგრატიანის მიერ.
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე შავარშ ქოჩარიანმა განაცხადა:
„სომხეთის მთავრობის მიერ კანონპროექტის მიღბა განაპირობებს სომხეთსა და არცახს შორის მოლაპარაკების შედეგებს, მომავალი განვითარების, მათ შორის საგარეო ფაქტორების გათვალისწინებით“.
პარლამენტში ზემოთ აღნიშნული პროექტის განხილვისას, შავარშ ქოჩარიანი (საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე) თანამომხსენებელი იქნება. დეპუტატების მიერ წარდგენილი კანონპროექტი შეიცავს 2 ძირითად მუხლს რომელთა თანახმად, სომხეთის რესიპუბლიკა აღიარებს მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკას, კანონპროექტი ძალაში შევა მისი მიღებიდან მეორე დღეს.
VERELQ-ის ჟურნალისტის შეკითხვაზე პასუხის გაცემის დროს ზარუჰი ფსოსტანჯიანმა, რომელიც კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორია, აღნიშნა – „ ეს ნაბიჯი დიდი ხანია მომწიფდა. ჩვენ ვიცით, რომ აპრილის დასაწყისში აზერბაიჯანმა განახორციელა აგრესია მთიანი ყარაბაღის მიმართ. ამიტომ, ახლა ჩვენ უნდა გადავდგათ ნაბიჯები, რათა გვყავდეს მოკავშირე შესაძლო ომის პრევენციისათვის“.
მისივე თქმით, მთანი ყარაბაღის აღიარება არ ნიშნავს მოლაპარაკებების დასრულებას. „თუ ჩვენ საქმე გვაქვს აგრესიასთან, მაშინ რომელ მოლაპარაკებებზეა საუბარი? ამასთან ერთად არცახმა სომხეთთან, საქართველოსა და აზერბაიჯანთან ერთდროულად, ჯერ კიდევ 25 წლის წინ, გადაწყვიტა, რომ აქვს თვითგამორკვევის უფელბა და გამოვიდა საბჭოთა კავშირის შემადგენლობიდან“- განაცხდა ფოსტანჯიანმა და დაამატა ისიც, რომ სტეფანაკერტმა მონაწილეობა უნდა მიიღოს მოლაპარაკებებში.
შავარშ ქოჩარიანმა კი ჟურნალისტებს განუცხადა, რომ თუ აზერბაიჯანის მხრიდან აგრესია გაგრძელდა, სომხეთს აღარაფერი დარჩება გარდა იმისა, რომ აღიაროს მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობა. „მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობის აღიარების საკითხი, აზერბაიჯანის ხელახალი აგრესიის შემთხვევაში, შევა სომხეთის პარლამენტის დღის წესრიგში“.
შეკითხვაზე, არის თუ არა ამ საკითხის განხილვა ან აღიარება მოლაპარაკებების პროეცესის ჩაშლა, მინისტრის მოადგილემ უარყოფითი პასუხი გასცა. „მოლაპარაკებების ჩაშლაზე ლაპარაკი არ გვიწევს. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით და ახლაც ვიმეორებთ, რომ ყარაბაღი უნდა დაბრუნდეს მოლაპარაკებათა მაგიდაზე“ – განაცხადა ქოჩარიანმა.
ცოტა ხნით ადრე სომხეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა ვლადიმირ ჰაკობიანმა მიგვახვედრა რომ, ამ ეტაპისთვის ერევანი არ წავა ისეთ ნაბიჯზე, როგორიცაა მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობის არაღიარება, ხოლო საჭიროების შემთხვევაში ამის შესახებ „პირველები გაიგებენ სერჟ სარგსიანისგან“.
შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ აპრილის დასაწყისში, საომარი მოქმედებების დროს პრეზიდენტმა სარგსიანმა განაცხადა, რომ მასშტაბური საომარი მოქმედებების შემთხვევაში, სომხეთი აღიარებს მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობას. მაგრამ, საკითხი გადადებული იქნა მას შედეგ, რაც 5 აპრილს ზეპირი შეთანხმება მოხდა ცეცხლის შეჩერების შესახებ. მთავრობას არაერთხელ უმტკიცებია, რომ მთიანი ყარაბაღის აღიარება გაარღვევს მოლაპარაკებების პროცესს და ბაქოს მიზეზს მისცემს, დაიწყოს საომარი მოქმედებები.
აზერბაიჯანში კი აღიარების ინიციატივას პროვოკაციული ნაბიჯი უწოდეს. „როგორც ჩანს, ეს გაგრძელებაა იმ პროვოკაციისა, რომელიც აპრილის დასაწყისში დაიწყო. მათ იცოდნენ, რომ მიიღებდნენ პასუხს. მათი ძირითადი მიზანი იყო, ამის გამოყენება როგორც მიზეზად, რათა დაერღვიათ მოლაპარაკებების პროცესი და სტატუს ქვოს შენარჩუნება. სომხური მხარე კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ საერთაშორისო სამართალი, გაეროს უსაფრთხოების საბჭოს რეზოლუციები, ასევე მოლაპარაკებების პროცესი მათთვის არაფერს ნიშნავს“-განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე ნოვრუზ მამედოვმა.
საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნეს, რომ ყარაბაღის აღიარებით, ოფიციალური ერევანი წერტილს დაუსვამს მინსკის ჯგუფის ფარგლებში მიმდინარე პროცესს.