სომხეთის ეკონომიკური კონკურენციის დაცვის სახელმწიფო კომისიამ ჩაატარა ვრცელი კვლევა სომხეთის საავადმყოფოებში გულის სტენტირების ფასების შესახებ.
კომისიის ცნობით, აღნიშნული სერვისი სომხეთის საავადმყოფოებში ძვირია და პაციენტების დიდი ნაწილისთვის მიუწვდომელია.
ეკონომიკური კონკურენციის დაცვის სახელმწიფო კომისიამ დაადგინა, რომ სტენტირების საფასურის შემცირება დაახლოებით 100,000 დრამით არის შესაძლებელი, რაც დაახლოებით 500 ლარს შეადგენს.
აღსანიშნავია, რომ სტატისტიკის მიხედვით, სომხეთის მოქალაქეები გულის პრობლემების სამკურნალოდ, მათ შორის, სტენტირებისთვის ძირითადად საქართველოში ჩამოდიან.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021