სტანისლავც სტრემიდლოვსკი: რესპუბლიკა (ყარაბაღი) სუნთქავს წყნარად და ოპტიმიზმითაა სავსე

საინფორმაციო სააგენტო “რეგნუმ”-ის რელიგიურ-პოლიტიკური ნაწილის მთავარი რედაქტორი სტანისლავ სტრემიდლოვსკი არცახის მოძრაობის 30 წლისთავთან დაკავშირებით ბოლო დროს ყარაბაღში ჩასული ბლოგერებიდან ერთ-ერთია. Tert.am-თან საუბარში მან აღნიშნა, რომ ეს ყარაბაღში მისი მეორე ვიზიტი იყო, ბოლოს იგი რამდენიმე წლის წინ მაისში იყო ყარაბაღის რესპუბლიკაში.

“რესპუბლიკა სუნთქავს წყნარად და ოპტიმიზმით სავსეა, ის ვითარდება და მომავლისკენ იხედება”,- აღნიშნა მან.

ვიზიტის  შთაბეჭდილებებზე საუბრისას მან აღნიშნა, რომ ყარაბაღის მოსახელეობასთან ურთიერთობაში გაიგო, თუ რამდენად უფრთხიან ადგილობრივები ომის დაწყებას.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, რა აზრისაა აზერბაიჯანის მიერ შედგენილი”შავი სიების” შესახებ, “რეგნუმის” მთავარმა რედაქტორმა აღნიშნა, რომ იყო დრო როდესაც სომხები და აზერბაიჯანელები ცხოვროდნენ ერთად ყარაბაღში. შემდეგ აზერბაიჯანელებმა მიზანი დაისახეს შეექმნათ ერთგვაროვანი სახელმწიფო, სადაც სომხური იდენტობის ქონა ან ამის მიმართ სიმპატია უკვე დანაშაულად ითვლებოდა.

ნებისმიერი ჟურნალისტი ან პოლიტიკური მოღვაწე, რომელიც მთიან ყარაბაღს ეწვევა აზერბაიჯანშის შინაგან საქმეთა სამინისტროს “შავ სიაში” ხვდება, ანუ ისინი აზერბაიჯანისთვის არასასურველ პირთა რიცხვში არიან.

Leave a Reply