სპორტული დარბაზის ექსპლუატაციაში დაბრუნება

დღეისთვის სოფელი ჰეშტიას სპორტულ დარბაზში გათბობის სისტემა დამონტაჟდა, კიბე გაკეთდა და დარბაზის ირგვლივ ქვაფენილი დაიგო, ასევე სახურავის წყალსაწრეტი იქნა რეაბილიტირებული.

მშენებლობა შესრულდა ორგანიზაცია „არმანის“ მიერ. გამგეობის სპეციალისტის – იაგორ კოტიანის თქმით, აღნიშნულ სოფელში სპორტული სკოლის რემონტისთვის ბიუჯეტიდან 40 000 ლარი იყო გამოყოფილი. აღსანისნავია, რომ სოფელი ჰეშტიას სპორტული დარბაზი ექსპლუატაციაში ორი წლის წინ შევიდა. გათბობის სისტემის არქონის გამო დარბაზი ზამთრის პერიოდში არ მოქმედებდა.

Leave a Reply