ჯავახელი სპორტსმენი კარატეში ევროპის ორმაგი ჩემპიონი გახდა

ნაირ მელიქიანმა, რომელიც წარმოშობით ჯავახეთიდანაა, სომხეთის დროშის ქვეშ მეორედ პოიპოვე ევროპის ჩემპიონის ტიტული კარატეში.

ნაირ მელიქიანი პოლონეთში გამართულ კარატეს ევროპის ჩემპიონატზე სომხეთის ნაკრების სახელით გამოდიოდა. 11 ნოემბერს, მელიქიანი კარატეში მეორედ გახდა ევროპის ჩემპიონი. ის წარმოშობით ჯავახეთიდან არის და ერევანში, ფიზიკური კულტურის სახელმწიფო ინსტიტუტში სწავლობს.

გამარჯვებამდე, მელიქიანმა ოთხი ბრძოლა გამართა პოლონელ, ესპანელ, უკრაინელ და რუმინელ მოწინააღმდეგეებთან.

“გამარჯვება ეძღვნება სომეხ ერს. მე ღვთის ნებით გავიმარჯვე და მეორედ გავხდი ევროპის ჩემპიონი. ჩემთვის დიდი პატივია, ჩემი გამარჯვება მე ვუძღვნი ჩემს ოჯახს, ჯავახეთსა და ჩვენ სომეხ ხალხს”, –  თქვა მელიქიანმა გამარჯვების შემდეგ.

მან ასევე მადლობა გადაუხადა თავის მწვრთნელს და სომხეთის რესპუბლიკის კარატეს ფედერაციის პრეზიდენტს.

jnews.ge

Leave a Reply