31 წლის წინ, 7 დეკემბერს სომხეთის ჩრდილოეთით სპიტაკში დამანგრეველი მიწისძვრა მოხდა, რომელმაც ათობით ათასი ადამიანი იმსხვერპლა და ქალაქი მიწასთან გაასწორა.
მიწისძვრა მცირე კავკასიონის პლატოზე, კავკასიონის მთავარი ქედის ხაზიდან დაახლოებით 150 კილომეტრში მოხდა.
1988 წლის 7 დეკემბრის სპიტაკის მიწისძვრის მსგავსი გამანადგურებელი მიწისძვრა, მსოფლიოში, წელიწადში საშუალოდ 10-15 ხდება.
10 ბალიანი მიწისძვრა, რომლის ეპიცენტრი ქალაქი სპიტაკში იყო, 7 დეკემბერს 11:41 საათზე მოხდა, რომელიც ე.წ. მიწის ძვრის მთლიან ციკლს შეიცავდა.
მიწისძვრამ მოიცვა სომხეთის ტერიტორიის დაახლოებით 40%, სადაც 1 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. დაზარალდა 21 ქალაქი და რეგიონი, 342 სოფელი. 514,000 ადამიანი უსახლკაროდ დარჩა. დაახლოებით, 20,000 ადამიანი სხვადასხვა ხარისხით დაშავდა, რომელთაგან 12,500 საავადმყოფოში გადაიყვანეს, მსხვერპლთა რაოდენობა 25, 000 მიაღწია. ყველაზე მეტი მსხვერპლი, დაახლოებით 15000 -17 000 ადამიანი, გიუმრიში და სპიტაკში (4 000) იყო. სომხეთის სახლების 17% განადგურდა, 170 სამრეწველო საწარმო დაინგრა და დიდი ზიანი მიადგა სოფლებსა და აგრო-სამრეწველო კომპლექსებს.
სომხეთს, ტრაგედიასთან დაკავშირებით ბევრმა ქვეყანამ დახმარება აღმოუჩინა, მათ შორის საქართველომაც. აღსანიშნავია, რომ პირველი დახმარება სწორედ საქართველოდან იყო.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021