სოციალური ქსელ Reddit- ის დამფუძნებელი ამერიკელი მილიონერი ალექსის ოჰანიანი სომხეთში ბიზნესის დაწყების შესაძლებლობებს ხედავს.
ცოტა ხნის წინ, იგი ერევანში ჩავიდა და მეგობრებთან ერთად იმოგზაურა სომხეთის გარშემო სომხური წარმოების “Yeraz”-ის მარკის ავტომობილით. ქარხანა ერევანში 1964 წლიდან 2002 წლამდე ფუნქციონირებდა. ოჰანიანის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ასევე ჩანს, თუ როგორ მოაწყო მან პიკნიკი და სომხური კერძებით გაუმასპინძლდა მეგობრებს.
წარმოშობით სომეხი მილიონერი ალექსის ოჰანიანი, მზად არის დაეხმაროს სომხეთს ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროს განვითარებაში, რაშიც მან წარმატებას მიაღწია.
მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სოციალური ქსელის მფლობელი პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა და მასთან სომხეთის საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების პერსპექტივები განიხილა.
ფაშინიანმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია სომხეთში მსგავს სფეროში ინვესტირება, ისევე როგორც დიასპორის პოტენციალის გამოყენება.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021