Latest posts by Aliq Media (see all)
18 აგვისტოს, თბილისის სასტუმრო “რუმს“ -ში გაიმართა,საქართველოს სოფლების 2018 – 2020 წ.წ. განვითარების სამოქმედო გეგმის განხილვა. ღონსიძიებას ესწრებოდნენ საქართველოს იმ 8 მუნიციპალიტეტის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის წევრები, სადაც შექმნილია ასეთი ჯგუფები. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ: სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, ნოდარ კერესელიძე; ანალიზისა და პოლიტიკის დეპარტამენტის თავმჯდომარე, ეკატერინა ზვიაძე; საფინანსო-ეკონომიკის დეპარტამენტის თავმჯდომარე და სხვა.
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ წარადგინა “2018-2020 წლებში საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიის სამოქმედო გეგმა”, რომელშიც ასახულია სოფლის განვითარების მომავალი პროგრამები.
დაგეგმილი სამუშაოებისთვის 2018 წლის ბიუჯეტი 706 699.1 ლარს შეადგენს, 2019 წლის – 665 281.7, ხოლო 2020 წლის – 652 373.1 ლარს.
პროგრამა შემუშავებულია საქართველოს მთავრობის მიერ, ევროკავშირისა და გაერო-ს სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის მხარდაჭერით.