უკვე ერთი თვეა, რაც ნინოწმინდის რაიონის სოფელ თორის მოსახლეობა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას საჩივრებით მიმართავს და მიწის პრობლემის მოგვარებას სთხოვს. საჩივრის არსი იმაში მდგომარეობს, რომ ამ სოფლის ერთ-ერთ მცხოვრებს ვანიკ ნიკოღოსიანს, რომელსაც 2017 წლამდე ჰქონდა 350 ჰექტარი მიწის ნაკვეთი იჯარით, მიწა ჩამოერთვას და ის სოფლის საერთო საკუთრებაში გადავიდეს.
სოფლის მოსახლეობის განცხადებით, მიწის ნაკვეთები ისედაც ცოტაა და ხელმისაწვდომი საძოვრები საკმარისი არ არის მეცხოველეობისთვის.
ხანგრძლივი და მწვავე დისკუსიების შემდეგ, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციამ სთხოვა ვანიკ ნიკოღოსიანს, რომ ეს მიწები დაეთმო და ის სოფლისთვის გადაეცა, რადგან მის იჯარას ვადა უკვე გაუვიდა.
საკრებულოს თავმჯდომარის, სმბატ კიურეღიანის ცნობით, გადაწყვეტილება მოსახლეობის სასარგებლოდ იქნა მიღებული. სოფლის მკვიდრებს შეეძლებათ აღნიშნული მიწის ნაკვეთების დროებით გამოყენება.
როგორ დასრულდა დავა, დეტალები იხილეთ ვიდეოში.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021