სოფელი, სადაც მხოლოდ ერთი ადამიანი ცხოვრობს

„ჟორა, გემო, მანანა… „ – სოფელ ულიანოვკას უკანასკნელი მობინადრეების სახელებს იხსენებს ულიანოვკას გვერდით სოფლში მცხოვრები.

„ერთი თვის წინ ვნახე ჟორა, თუმცა, სავარაუდოდ, მანაც დატოვა უკვე სოფელი, აღარ მსმენია მის შესახებ. რაც შეეხება გემოს, მას ინფაქტი მოუვიდა, ამჟამად არ ვიცი როგორ არის, მანანა კი მგონი ჩვენს სოფელში გადმოვიდა საცხოვრებლად“ – იხსენებს ულიანოვკას მეზობლად მდებარე სოფლის მკვიდრი. 

სოფელი ულიანოვკა მარნეულის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, რაიონის ცენტრიდან 63 კმ-ით არის დაშორებული, სადაც ერთ დროს ბერძნები ცხოვრობდნენ. დღეს, აქ მხოლოდ ერთი ადამიანი ცხოვრობს. მიტოვებულ სოფელში, მძიმე სიჩუმე და ოდესღაც აქ მცხოვრები ადამიანების ჩრდილები მეფობს. თითქოს დროის ქარავანმა გაიარა ამ ადგილას და ბოროტულად დაანგრია, მიწასთან გაასწორა ყველაფერი. მხოლოდ ბუნებამ შეინარჩუნა თავისი მარადიული სილამაზე. 

სოფელი ისე გამოიყურება, როგორც მიტოვებულ ადგილს “შეფერის”. არ არის ელექტროენერგია, გზა და ცივილიზაციის სხვა კვალი, მხოლოდ მიტოვებული და ჩამონგრეული სახლების მწკრივი.

„სოფელში ადამიანრები, ძირითადად, ზაფხულში მოდიან, სკები მოაქვთ, რადგან აქ კარგი მოსავალი გამოდის, ან მესაქონლეობით არიან დაკავებულები, ხოლო შემოდგომის მიწურულს ხალხი სოფელს ტოვებს“ – განაცხადა ულიანოვკადან 2 კილომეტრში მდებარე სოფელ ახკერპის მცხოვრებმა  სერჟიკ ჰარუთუნიანმა.

სოფელ ულიანოვკას შესახებ ლაპარაკი სერჟიკ ჰარუთუნიანს უჭირს. მისთვის სამწუხაროა, რომ ერთ დროს სიცოცხლით სავსე სოფელი გაქრა და ახლა მხოლოდ მოგონებებია დარჩენილი.

2002 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მონაცემებით, ულიანოვკაში  არცერთი მაცხოვრებელი არის აღრიცხული, ხოლო ბოლო 2014 წლის აღწერის მიხედვით, მხოლოდ 4 ადამიანია დარეგისტრირებული. თუმცა, დღეს ეს ადამიანები რეალურად იქ არ ცხოვრობენ.

Leave a Reply