Latest posts by Aliq Media (see all)
ნინოწმინდის მუნიციპლიტეტის სოფელი საღამოს მოსახლეობას დღემდე შეზღუდულად მიეწოდება ბუნებრივი აერი, იმ დროს, როდესაც მეზობელ სოფლებში გაზმომარაგება დიდი ხანია აქვთ, წერს რადიო ნორი.
40 კომლიანი სოფელი, ზღვის დონიდან 1986 მეტრზე მდებარეობს.
„სოფელი ფეჩის კვამლში მთელი წლის განმავობაშია გახვეული. ზამთრში ფეჩში თივას ვუკეთებთ, ზაფხულში კი – მიუხედავად იმისა, რომ ცხელა, ღუმელის ანთება პურის გამოსაცხობად, სადილის მოსამზადებლად ან ყავის მოსადუღებლად გვიწევს. გაზის 1 ცილინდრისთვის 30 ლარს ვიხდით, ტველი სამ ცილინრდს ვწვავთ, მაგრამ თუ ბუნებრივი აერი გვექნება, ნაკლებ თანხას გადავიხდით. წინასააჩევნო კამპანიის პერიოდში შეგვპირდნენ, რომ 2017 წლის მარტის ბოლომდე სოფელში გაზგაყვანილობა იქნებოდა“ – აცხადებს რადიო „ნორთან“ საუბარში სოფლის ერთ-ერთი მცხოვრები.
შეგახსენებთ, რომ სოფლებისთვის – საღამო და ფოკა გაზიფიცირების პროექტისთვის საქარველოს მთავრობამ 2016 წელს ბიუჯეტიდან თანხა გამოყო; პროექტის თანახმად 600-ზე მეტ ოჯახში გაზიფიცირება უნდა განხორციელებულიყო.