
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელსოფელში, ცენტრალური გზის რეაბილიტაციის სამუშაოები დასრულდა.
აღსანიშნავია, რომ ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელების იდეა, ამავე სოფლის მაცხოვრებელს, არამ აკოფიანს ეკუთვნის, რომელმაც მონაწილეობა მიიღო, პროექტ „სამოქალაქო ბიუჯეტი 2018“- ში და მისი იდეა, ადგილობრივი ბიუჯეტით დაფინანსდა.
საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა სოფელ მარეთშიც, რომლის ფარგლებშიც მოასფალტდა კორპუსებთან მისასვლელი გზა და ეზოები.
ზემოაღნიშნული პროექტების დაფინანსება ადგილობრივი ბიუჯეტიდან მოხდა, რისთვისაც გათვალისწინებული იქნა – 327 870 ლარი.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021