Latest posts by Aliq Media (see all)
11 ივნისს ჯავახეთის სოფელ ლომატურცხში სურბ ფრკიჩ (წმინდა მაცხოვრის ეკლესია) ეკლესიის ხელახალი კურთხევა მოხდა. ცერემონია, საქართველოში სომეხთა სამოციქულო ეკლესიის წარმომადგენლის – ტერ ვაზგენ მირზახანიანის ინიციატივით მოეწყო. კურთხევას ჯავახეთში სომეხთა სამოციქულო ეკლესიის უფროსი მეუფე არქიმანდრიტი – ბაბკენ სალბინიანი და რეგიონის ყველა სასულიერო პირი დაესწრო.
სომხური ეკლესიის კურთხევა ორი წმინდა ფრაგმენტისგან შედგა. კურთხევამდე ერთი დღით ადრე წინაკურთხევა მოხდა. წინაკურთხევის მთავარი რიტუალი ტაძრის შესასვლელი კარის კურთხევაა. მომდევნო დღეს, ეკლესიის 16 სვეტი (12 მოციქული, 2 მახარებელი, პავლე მოციქული და წმინდა გრიგორი ლუსავორიჩი) და ნათლობის ნაწილი აკურთხეს, ეს არის ადგილი, სადაც პირი ხელახლა იბადება ქრისტიანულ სარწმუნოებაში. ეკლესია იკურთხა წმინდა მირონით.
სურბ ფრკიჩ ეკლესია პირველი კურთხევის შემდეგ ხელახლა აკურთხეს 111 წლის წინ. სასულიერო სახლმა, თავისი პირველადი მნიშვნელობის ჩამორთმევის შემდეგ, რვა ათეული წლის შემდეგ ახალი სუნთქვა მოიპოვა. 2016 წელს ძმებმა სედრაკ და არტურ ხაჩატრიანებმა გადაწყვიტეს და რეალობად აქციეს თანასოფლელების სურვილი. ერთი წლის განმავლობაში სურბ ფრკიჩ ეკლესიის სამშენებლო სამუშაოებს კოორდინირებას მშენებელი- გევორგ ირიციანი უწევდა.
„მე დავიბადე და გავიზარდე ამ ეკლესიის მიდამოებში, ბავშვობა ამ ეკლესიის ეზოში გავატარე. ყოველთვის მინდოდა ეკლესია ხელახალი ეკურთხათ, რათა ხალხს სანთლის ანთება და ლოცვა შეძლებოდა…“– ამბობს სედრაკ ხაჩატრიანი jnews.ge-ის ჟურნალისტთან საუბარში.
ეკლესიის კურთხევას უამრავი ადამიანი დაესწრო. წმინდა ცერემონიას ესწრებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, საქართველოს პარლამენტის წევრები, მსოფლიოს ყველა კუთხიდან ჩამოსული ლომატურცხელები და მომლოცველები სხვადასხვა სოფლებიდან.
ლომატურცხი- საქართველოში, ახალქალაქის რაიონში სომხებით დასახლებული სოფელია. იგი ახალქალაქიდან 19 კილომეტრის მოშორებით – თრიალეთის ქედში მდებარეობ.