სოფელ კუმურდოში გზის მშენებლობა დაიწყო

სოფელ კუმურდოში 10 კილომეტრიანი გზის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო.

ასფალტის საფარი სტარტს ვაჩიანის ტრასიდან იღებს, რომელიც ასევე სოფელ კიროვაკანში მიმავალ გზასაც მოიცავს, ხოლო მშენებლობა სოფელ კუმურდოში დასრულდება.

გზის მშენებლობის ტენდერი კომპანია “არალი”-მ მოიგო. აღსანიშნავია, რომ კომპანია “არალი” რეგიონში პირველად არ ახორციელებს ასფალტის დაგების სამუშაოებს. გზის რეაბილიტაციის პროგრამას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ატარებს.

აღნიშნული სამუშაოების ტენდერი გასული წლის ნოემბერში გამოცხადდა, მაგრამ მუშაობა ზამთრის სიცივეების გამო არ შედგა და მისი დაგება მხოლოდ ახლა დაიწყო. ტენდერის საწყისი ღირებულება 3.800.000 ლარი გახლდათ. აუქციონში ორი კომპანია მონაწილეობდა და შპს “არალი”-მ 3.748.385 ლარით პირველობა მოიპოვა. ტენდერის თანახმად სამუშაოები 2017 წლის აგვისტოში დასრულდება.

უკვე ერთი კვირაა, რაც მოსამზადებელი სამუშაოები ტარდება. ამჟამად გზებს ხრეშით ფარავენ.

“ამჟამად ვზომავთ გზას, ვაზუსტებთ სიმაღლესა და სიგანეს, რ ათ ა ვიცო დ ეთ  ხრეშის რა რაოდენობა დაგვჭირდება. ხრეშის მოტანას სოფელ არაგვიდან ვახორციელებთ. ხრეში გზის გაფართოების შემდეგ იყრება, შემდეგ ეტაპი სოფელ კუმურდოში ბეტონის არხების მშენებლობაა, მხოლოდ ამის შემდეგ დავიწყებთ დაასფალტირებისთვის საფუძველის დაგებას – ამბობს ინჟინერი – მალხაზ აკოფაშვილი.

სამუშაოების დასრულების შემდეგ გზის სიგანე 6 მეტრი იქნება, ხოლო კიდეები თ ით ო მეტრით შეივსება. აღსანიშნავია რომ სოფელ კუმორდოში მხოლოდ ცენტრალური გზის ნაწილი რემონტდება.

ამ ეტაპზე ხრეშით გზის 2 კმ ასფალტით უკვე დაფარულია. მშენებლობაში 8 სატვირთო, 2 ექსკავატორი დ ა 3 ბულდოზერია ჩართული.

მუშახელის უმეტესობას ჩამოსული მუშები შეადგენენ, თუმცა როგორც მალხაზ აკოფაშვილი ამბობს – ორი გუნდი (ბრიგადა) ადგილობრივი მაცხოვრებლებისგან დაკომპლექტდება.

Leave a Reply