სოფელ კულიკამში ცერემონიების დარბაზი უახლოეს მომავალში ამოქმედდება

ახალქალქის რაიონის სოფელ კულიკუმში  უახლოეს მომავალში ცერემონიების დარბაზი ამოქმედდება, რომელის მშენებლობაც ადგილობრივების ინიციატივით და ფინანსებით განხორციელდა.

სოფელი კულიკუმი საკმაოდ დიდი დასახლებული პუნქტია, სადაც დაახლობით 250 ოჯახი ცხოვრობს. ახალგაზრდობა ცდილობს გარემო მოიწყოს და ყოველწლიურად საკუთარი ინიციატივით სხვადასხვა ინიციატივებს ახორციელებს. წელს სოფელში საქორწინო დარბაზის მშენებლობა წამოიწყეს. მოსახლეობა აცხადებს, რომ ამ ყველაფრის მიზანია სოფლში ცხოვრების პირობების  გაუმჯობესება. მათი თქმით, მნიშვნელოვანია ახალი თაობის ერთიანობის იდეა.  ქორწინების დარბაზის რეკონსტრუქციის, გაფართოებისა და მშენებლობისთვის, დაახლოებით, 150 000 ლარი დაიხარჯა.

“გავალამაზეთ სოფელი, ავაშენეთ დარბაზები, ეკლესია, გზები, გვინდა რომ ავაშენოთ ყველაფერი, რაც  საქველმოქმედო ორგანიზაციას შეეძლება. სოფლის მოსახლეობიის 80%-ზე მეტი შეძლებისდაგვარად იღებს მონაწილეობას მსგავს პროექტებში”, – განაცხადა ჰამლეტ აივაზიანმა, რომელიც საქორწინო დარბაზის მშენებლობის ფინანსური ხელმძღვანელია.

სოფელ კულიკამში ყოველწლიურად 12-13 ქორწილი იმართება და თითო ცერემონიისთვის 700-1000 დოლარის ფარგლებში იხდიან ქალაქში დარბაზის დაქირავებისთვის.  2018 წლის იანვრიდან ახალგაზრდები თანხას აგროვებდნენ, რათა საქორწინო დარბაზი აეშენებინათ და არა მხოლოდ, ისინი ასევე წმინდა სამების ეკლესიის აღდგენას და სოფლის გზების გაუმჯობესებას იწყებენ.

 

 

 

 

 

Leave a Reply