Latest posts by Aliq Media (see all)
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოჯორნში გაზიფიცირების საკითხი ჯერ კიდევ მოუგვარებელია და დიდ პრობლემებს უქმნის სოფლის მოსახლეობას.
2022 წლის დეკემბერში, საკრებულოს დეპუტატმა არსენ ჰახვერდიანმა, რომლის პასუხისმგებლობის არეალშიც არის სოფელი ხოჯორნი, „ალიქ მედიასთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ 6 თვეში, სოფელში გაზიფიცირება მოხდებოდა.სამწუხაროდ, დაპირება დღემდე არ შესრულებულა.
აღსანიშნავია, რომ სოფელ ხოჯორნში, ისევე როგორც მის მეზობელ სომხურ სოფლებში (გულიბაღი, აღქიორფი, ჩანაღჩი, (სოფელი წოფის გარდა)) არასოდეს ყოფილა გაზიფიცირება. ხალხს ჰქონდა პატარა გაზის „ბალონები“, რომლებსაც სხვადასხვა გაზგასამართ სადგურებზე ან სოფელში შემოსული გაზგასამართი მანქანებიდან ავსებდნენ და დროებით იყენებდნენ.
ახლა მოსახლეობა ბინებს ძირითადად შეშით ათბობს, რის დიდი პრობლემები აქვთ, რადგან ტყის უმეტესი ნაწილი, საიდანაც სოფლის მოსახლეობა შეშას მოაქვთ, საზღვრის პირას მდებარეობს.
„სოფლის მხარდაჭერის“ პროექტის ფარგლებში გზის, ასევე წყალსადენისა და ასფალტის პრობლემა გადაიჭრა, თუმცა გაზიფიცირება კვლავ მოუგვარებელი რჩება.
სოფლის მცხოვრებლების თქმით, საკითხი დროდადრო განიხილება, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ამ დრომდე ვერ მიიღეს..
გაზიფიცირების საკითხზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად „ალიქ მედია” ბატონ ჰახვერდიანს დაუკავშირდა.
„გაზიფიცირების საკითხი ტექნიკური მიზეზების გამო გადაიდო, თუმცა სერიოზულად ვარ დაკავებული ამ საკითხის მოგვარებით. ჩვენ ველით, რომ ეს საკითხი მომავალ წელს (2024) მოგვარდება. უკვე არსებობს გულუბაღისა და ხოჯორნის სოფლების რუკები. მარნეულის მუნიციპალიტეტში რვა სოფელია, სადაც გაზმომარაგება არ არსებობს, და რვავე ჩემი კონტროლის ქვეშაა. მომავალი წლის განმავლობაში ვგეგმავთ ორი მათგანის დასრულებას, გირუბაღსა და ხოჯორნის“, – განაცხადა ბატონმა ჰახვერდიანმა..
ჰახვერდიანთან საუბარი ადასტურებს, რომ დაპირების გაცემიდან 1 წელზემეტი გავიდა, ხოლო სოფელი გაზით ჯერ კიდევ არ არის უზრუნველყოფილი, მიუხედავად იმისა, რომ დაპირება ეთერიდან ექვს თვეში უნდა შესრულებულიყო.. Მართალია ამ ეტაპზე დაპირება შეუსრულებელია, თუმცა საკრებულოს დეპუტატის მტკიცებით, მნიშვნელოვანი მოსამზადებელი სამუშაოებია გაწეული და 2024 წლის ბოლომდე ს პრობლემა “ნამდვილად” მოგვარდება. “ალიქ-მედია”, რა თქმა უნდა, გააგრძელებს საკითხზე მუშაობას და წლის ბოლომდე განახლებულ ინფორმაციას შესთავაზებს მკითხველს.