სოფელ კარწახს საბავშვო ბაღი ექნება

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მოსაზღვრე სოფელ კარწახში საბავშვო ბაღი შენდება. სამშენებლო სამუშაოები პროცესშია.

მშენებარე ბაღში სკოლამდელი განათლების მიღება 50-ზე მეტ ბავშვს შეეძლება.

ერთსართულიან შენობას ექნება 2 სათამაშო ოთახი, დარბაზი, სასადილო, სამზარეულო და საპირფარეშო.

სოფელ კარწახში დაახლოებით 1200 მოსახლეა და წლიურად 15 ქორწინება მაინც ხდება. ახალქალაქის საკრებულოს დეპუტატის, აბრაჰამ კარაპეტიანის თქმით, სოფელში წლიდან წლამდე ახალშობილთა რაოდენობა იზრდება და საბავშვო ბაღის აუცილებლობა დიდი ხანია არსებობს.

„ძალიან კარგია, რომ ბოლოს და ბოლოს ბაღი შენდება, არავის არ აქვს საშულება დღის განმავლობაში 60 კილომეტრი გაიაროს და თავისი ბავშვი ქალაქში ბაღში ატაროს. ბავშები რაღაცას მაინც ისწავლიან და ისე წავლენ სკოლაში, ქუჩას მოწყდებიან. საბავშვო ბაღის აშენება ასევე ხელს შეუშლის სოფლიდან ქალაქში გადმოსვლის პროცესს“- ამბობს სოფლის არჩეული დეპუტატი, აბრაჰამ კარაპეტიანი.

სოფელი კარწახის ბაღის მშენებლობა ახალქალაქის რეგიონალური ბიუჯეტის მეშვეობით ხორციელდება.

მშენებლობაზე გამოცხადებულ კონკურსში 3 კომპანია მონაწილოებდა, წინასწარი თანხა შეადგენდა 280 795 ლარს, თუმცა ტენდერში გაიმარჯვა კომპანია „ქრისტინე სარაშვილი – თატო-მ“, 218 193 ლარით.

კომპანია ვალდებულია 2017 წლის 20 ივნისიდან 19 სექტემბრამდე, სოფელ კარზახში საბავშვო ბაღის მშენებლობა დასრულებამდე მიიყვანოს.

jnews.ge

Leave a Reply