5 აპრილს, ახალციხეში სომხურმა სკოლამ მიიღო გადაწყვეტილება ძველი და ახალი ფორმატებით ჩაატაროს სომხების გენოციდის 103 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებები.
Akhaltskha.Net-ის რედაქტორს ედუარდ ავიზიანს დაუკავშირდა სომხური სკოლის დირექტორი სუსანა აკოპოვა და აცნობა, რომ სკოლაში გენოციდს მიძღვნილი ღონისძიებები ჩატარდება. მისი თქმით, გადაწყვეტილების მისაღებად მან ბავშვები მოიწვია და მათთან ერთად გადაწყდა, რომ ღონისძიებას აღნიშნავენ როგორც სცენაზე, ასევე კლასებში გაკვეთილის სახით, როგორც რამდენიმე დღის წინ იყო დაგეგმილი.
სკოლის დირექტორმა ასევე დაადასტურა, რომ ბავშვები მონაწილეობას მიიღებენ მემორიალთან ღონისძიებაზეც.
შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ახალციხის ჰოვჰანნეს თუმანიანის სახელობის მე-3 სომხურ სკოლაში, სკოლის დირექტორი სუსანნა აკოპოვა, ანტი-სომხურ განწყობებს იკავებს.
კერძოდ, Newspress.am-მა გამოაქვეყნა სტატიები, სადაც აღნიშნულია, რომ სკოლაში წელს სომხების გენოციდის შესახებ ღონისძიება არ გაიმართება. ახლადარჩეულმა სკოლის დირექტორმა სუსანნა აკოპოვამ, რამდენიმე პედაგოგთან ერთად გადაწყვიტა, რომ წელს გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიების მაგივრად, მხოლოდ თემასთან დაკავშირებული გაკვეთილი ჩაუტარონ მოსწავლეებს. ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ დირექტორმა შეხვედრა მოიწვია და განაცხადა, რომ ისინი არ აპირებენ ბავშვებისთვის მოსაწყენი ღონისძიების ტრადიციის გაგრძელებას და შეეცდებიან გენოციდის ტრაგიკული ატმოსფერო დაავიწყონ.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021