სომხური წარმოშობის თურქი ფოტოჟურნალისტი არა გიულერი გარდაიცვალა

სტამბულში სომხური წარმოშობის თურქი ფოტოჟურნალისტი არა გიულერი 90 წლის ასაკში, გულის უკმარისობით გარდაიცვალა.

გიულერი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო სავადმყოფიში გადაიყვანეს. ექიმებმა გულისცემა ორჯერ აღუდგინეს თუმცა, უშედეგოდ.

სომხური წარმოშობის თურქი ფოტოჟურნალისტი ცნობილი იყო როგორც “სტამბოლის თვალი” და “სტამბოლის ფოტოგრაფი”.

არა გულიერი 1928 წლის 16 აგვისტოს სომხურ ოჯახში, სტამბულის ბეიოღლუს რაიონში დაიბადა. მამამისი ფარმაცევტი იყო, რომელსაც ბევრი საინტერესო და შემოქმედებითი მეგობარი ჰყავდა და გულიერიც ბავშვობიდან  მაღალ საზოგადოებაში ტრიალებდა. არას ბავშვობაში მსახიობობა სურდა. სკოლის თეატრში თამაშობდა, რომელსაც იმ დროს თანამედროვე დრამატული თეატრის დამფუძნებელი მუჰსინ ერთუღრული ხელმძღვანელობიდა.

მიუხედავად მისი სიყვარულისა, როდესაც არჩევის დრო დადგა არამ უარი თქვა თეატრზე და ჟურნალისტიკა აირჩია. 1950 წელს იგი მუშაობას იწყებს გაზეთ “ახალი სტამბოლის” სარედაქციო სამსახურში, როგორც ფოტოჟურნალისტი. ამავე დროს, ის სტამბულის უნივერსიტეტში სწავლობს ეკონომიკას. მოგვიანებით ის სამუშაოდ სხვა გაზეთში გადადის.

2013 წლის ივნისში სომხეთის ეროვნულ გალერეაში გაიხსნა გამოფენა სახელწოდებით “გამარჯობა შენ”, სადაც წარმოდგენილი იყო მსოფლიო ცნობილი ფოტოგრაფის 100-ზე მეტი ფოტო, გადაღებული მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში.