გაზეთ “ირავუნქ”-ში გამოქვეყნდა საქართველოს სომხური თემის წინამძღვარის ინტერვიუ ჯავახეთში 2017 წლის ოქტომბერში, სოფელ კუმურდოს ეკლესიის გარშემო მიმდინარე მოვლენების შესახებ. სტატიის ნაწილს აქვეყნებს თბილისში მოქმედი კულტურულ – საგანმანათლებლო ცენტრი.
2017 წლის ოქტომბრის დასაწყისში ჯავახეთის სომეხი მოსახლობით დასახლებულ სოფელ კუმურდოს სომხური ეკლესიის ეზოში ხაჩქარის დადგმა ქართველებსა და ეთნიკურ სომხებს შორის შეტაკებით დასრულდა. პოლიცია შეეცადა დაპირისპირების განმუხტვას, მათ ჰაერში გაისროლეს და სასტიკად სცემეს ადგილობრივი სომეხი მოსახლეობა, რომლებიც ეკლესიაში შესვლას ცდილობდნენ. თვეების შემდეგ, სომხური სამოციქულო ეკლესიის წინამძღვარმა ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა “ირავუნქ”-თან საუბარში განაცხადა, რომ საკითხი ჯერ საბოლოოდ გადაჭრილი არ არის.
“ამ დღეების განმავლობაში დაძაბულობის სწრაფი ტემპებით შემსუბუქების საჭიროება იყო და თითქოს, საერთო ძალებით შევძელით კიდეც, ზუსტად ადგილობრივი მოსახლეობის მაღალი შეგნების წყალობით. კუმურდოს სომხობა ძალიან ნიჭიერი, მორწმუნე და რელიგიური ხალხია. ამ სოფელში სიწმინდეები ინახება. სამუშაო ჯგუფი სამმხრივია, რომელშიც ჩართულია საქართველოს საპატრიარქო, საქართველოს მთავრობა და საქართველოს სომხური თემი. სამწუხაროდ, ქართულ მხარესთან ის ზეპირი შთანხმებები, რომლებიც შემდგომში წერილობითში უნდა გადასულიყო, რაღაც მიზეზების გამო ჭიანურდება. ჩვენ ხალხს გარანტიები უნდა მიეცეს, რომ ის ძვლები სამარხებიდან ამოთხრის შემდეგ უკან უნდა იყოს დაბრუნებული. რადგან ეს გარანტიები წერილობითად ნათლად არ არის მოცემული, დროებით ძვლები ადგილზეა, ხოლო ხაჩქარი მზადაა, ჯერ დადგმული არ არის, რადგან აუცილებლად მესაკუთრის ნებადართვა უნდა იყოს, ხოლო ტერიტორიის მესაკუთრე ქართული მართლმადიდებელი ეკლესიაა.
ჩვენი ხალხი კი ელოდება, როგორც კანონმორჩილი, საკუთარ თავს ნებას არ აძლევს, რომ უკანონოდ მოიქცეს. ყველა შესაძლო შემთხვაში საქართველოს ხელისუფალების წარმომადგენლებს ამის შესახებ ვაცნობებთ. სავარაუდოდ, ჯერ-ჯერობით პრობლემებია, რომლებიც უნდა მოგვარდეს, მაგრამ ეს საკითხი მაინც უნდა გადაიჭრას, რადგან ამ გარანტიების გარეშე ხალხი არ დათანხმდება, რომ ძვლები იქიდან გამოიტანონ. ხოლო თუ იქ დარჩება, ხაჩქარი მისი სამარხია. ასე რომ ჩვენ იქ ჯერ გასაკეთებელი გვქვს. ხოლო ეს ყველაფერი სოფელ კუმურდოს მოსახელობის თანხმობით უნდა მოხდეს”,- აღნიშნა გაზეთ “ირავუნქ”-თან საუბარში საქარველოს სომხური თმის წინამძღვარმა ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა.