Latest posts by Aliq Media (see all)
წელს, თბილისის პეტროს ადამიანის სახელობის სომხურ დრამატულ თეატრს 11 კურსდამთავრებული ჰყავს.
სტუდენტებმა საკუთარი სადიპლომო ნამუშევრები, მათ შორის, ჰანს ქრისტიან ანდერსენის ცნობილი “თოვლის დედოფალი” (რეჟისორი ლევონ უზუნიანი) დამსწრე აუდიტორიას წარუდგინეს.
პრემიერა აკაკი ხორავას მსახიობთა სახლში შედგა. კურსდამთავრებულებთან ერთად, სცენაზე თეატრის გამოცდილი მსახიობებიც იდგნენ.
ცხრა წლის განმავლობაში თეატრის მიმდინარე სტუდიამ ასი კუსდამთავრებული გამოუშვა. მათგან 20 თეატრის მოქმედი მსახიობია, დანარჩენებს მაყურებლის ადგილი შეხვდათ.
საინტერესოა, რომ წელს სტუდიის თითქმის ყველა სტუდენტი თეატრის მსახიობების შვილები არიან და მათი მომავალი თანამშრომლები.
დიპლომების გადაცემის დაწყებამდე თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა არმენ ბაიანდურიანმა აუდიტორიას მიმართა და აუწყა, რომ თეატრის აღდგენა დაწყებულია და ორ წელში თეატრალური სტუდია უკვე ახალ შენობაში იქნება.